იდიდე, მშვიდობავ!
კვლავ კიდევ
და კიდევ
ახადე
ბნელს რიდე!
იდიდე,
მშვიდობავ,
იდიდე!
გრდემლს სცემდე
თუ მკიდე,
მუხანათს
შიშს ჰგვრიდე!
იდიდე,
მშვიდობავ,
იდიდე!
მთის კიდედ,
ზღვის კიდედ
სახალხო
გმირთ ზრდიდე!
იდიდე,
მშვიდობავ,
იდიდე!
სინათლის
სიწმინდეს
ვარდებად
გვიწვდიდე!
იდიდე,
მშვიდობავ,
იდიდე!
[1948]