ო, ხეო სიმართლისაო
ო, ხეო სიმართლისაო,
დარგულო ჩემის ხელითა,
ერთის რამის ვარ მთხოვნელი:
იზარდო მაღალ წელითა.
გეცოცხლოს მაგარ ფესვითა,
ფესვითა მკვიდრ-ნათელითა,
გეცოცხლოს მაღალ მხრებითა,
სივრცეზე გადაწვენითა.
ო, ხეო სიმართლისაო,
დარგულო ჩემის ხელითა,
შეგყურებ და ჩემი გული
სავსეა დიდის ლხენითა.
1948