შუალედი - დან - მდე
 
 


დღეს შემისრულდა


აჰა, ორმოცდათექვსმეტი წლის სწორედ დღეს გავხდი.
        ბრწყინავდეს ტახტი
ურყეველ რწმენის, გამარჯვების დიადი ტახტი...
რაა ორმოცდათექვსმეტი წელი... სულო, ამაღლდი!

გავხდი ორმოცდათექვსმეტი წლის. ეს იმ დროს, როცა
ოპერის საათს რაღაც სულ სხვა ბურუსი მოსავს.
        მე სხვა მზე მმოსავს -
როგორც შეჰფერის საქართველოს სახალხო მგოსანს.

[1948 წლის 17 ნოემბერი]