* * * აგერ მოხუცი მხნე...
აგერ მოხუცი მხნე წელით ასით,
რომელსაც გულით მე მოვუწოდე,
ღვინოს, რომელიც თასით მივართვი,
მე „დაბადება წიგნის“ ვუწოდე.
თასი ასწია, სთქვა: სადარაჯოს
მცველს, როგორც ახალ დღისთვის მზადებას,
ეს იმ მომავალ წიგნს გაუმარჯოს,
ეს გაუმარჯოს მის დაბადებას!
[1946 წლის 17 ივნისამდე]