შუალედი - დან - მდე
 
 


ჩანგო, ბევრი კარგი დრო


ჩანგო! ბევრი კარგი დრო
ქვეყნად გვიტარებია,
მძიმე, ძველი ცხოვრება
ჩალას გვიდარებია.

საქართველო - პარიზი
სხვადასხვა ქნარებია,
ჩანგო! დამიმტკიცე, რომ
სიმართლე გყვარებია.

ჩანგო! ჩვენ ხომ ხალხისთვის
ბრძოლა არ გვზარებია.
მოღრუბლულხარ, ეშხითაც
გამოგიდარებია.

ასი, ასი და კიდევ
ას სიმღერის ხმებია,
რაც კი თვალს დაუნახავს
და გულს გაჰკარებია.

ჩანგო! ბევრი კარგი დრო
ერთად გვიტარებია!

1935