შუალედი - დან - მდე
 
 


არ მინახავს შენი არე...


[ციკლიდან „პაციფიზმი“]

არ მინახავს შენი არე,
გადის ბევრი წელი.
შორი გზები მოვიარე,
კიდევ სხვა გზებს ველი.

მზე გავცვალო? მაგრამ ვისში?
არა, არა, არა...
სიხარულში მარადისში
გაწოლილა შარა!

1930