შუალედი - დან - მდე
 
 


* * * გუგუნი ძველი ბუხრის...


[ციკლიდან „პაციფიზმი“]

გუგუნი ძველი ბუხრის
სხვანაირია დღეს.
მოხუცი ქედს არ უხრის
გახსენებათა ტყეს.

მოკრიალებულ ეზოს
თვალი უღიმის რულს -
რაგინდ ისარი ესოს
კაცის ზღვასაებრ გულს.

1930