შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ზღვისპირს დასახლებულხართ...


[ციკლიდან „პაციფიზმი“]

ზღვისპირს დასახლებულხართ...
შვებით ვით არ ვიქნები,
რომ გავიგე: თანა გაქვთ
ყველა ჩემი წიგნები.

თქვენ ჩემს საღამოებზე
სხვა, გულწრფელი გაგებით
მოდიოდით ყოველთვის
თქვენი ამხანაგებით.

სად არიან ისინი?
თუმც, რა საკვირველია,
მას აქეთ უმძაფრესი
ოცდაათი წელია.

1930