შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ძირს ერთა ლიგა...


[ციკლიდან „პაციფიზმი“]

გერმანია, 4 აგვისტო

„ძირს ერთა ლიგა,
ლიგა ომისა“,
„იმპერიალისტურ ომს
გადავაქცევთ
სამოქალაქო ომად“.
„მხოლოდ პროლეტარული
რევოლიუცია
მიანიჭებს კაცობრიობას
მშვიდობიანობას“.
„მსოფლიო იმპერიალიზმი
იარაღდება საბჭოთა კავშირის
წინააღმდეგ“.
ამ ლოზუნგებით
ლუსტ-გარტენში
შესდგა მრავალრიცხოვანი
დემონსტრაცია
ომის წინააღმდეგ
რამდენიმე
ათეული ათასი მუშა
გამოვიდა
მსოფლიო იმპერიალისტური ომის
საშიშროების წინააღმდეგ.
მუშათა კლასის
გაერთიანება
ლენინისა და ლიბკნეხტის
დროშის ქვეშ.
დაცვას საბჭოთა კავშირისას -
მოითხოვდენ
მაინის ფრანკფურტი,
კელნი,
დიუსელდორფი,
მაინც, ხემნიცი, ვისბადენი.

5. VIII. 28.

ვაჲნში, ჰაიკელში, ჰამბურგში,
ბერლინში -
დემონსტრაციები ომის წინააღმდეგ.
„ომი იმპერიალისტურ ომს“.

[1930]