შუალედი - დან - მდე
 
 


* * * წავიდეთ ქარხნებში...


[ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“]

წავიდეთ ქარხნებში, ავტეხოთ განგაში,
მუშებო, შეხედეთ რამდენი -
ევროპის ტყვიებში, გაზებში, ტანკაში
ხსნას ელის სიყალბის ჩამდენი!
სურს დახრწნას სიმაგრე აგურთა
აგვიკლო, ქვეყანა გაქურდა!
გაქურდა და კიდევ, და კიდევ მნიშვნელი
იდუმალ სიტყვების მჭევრობა:
„ევროპა, ფულები! ევროპა, მიშველე,
საერთო საქმისთვის, ევროპა“.
მუშებო, მივუნთოთ
მათ ცეცხლი თაკარი,
დაჰკარი მავნებელს,
დაჰკარი!

[1930]