* * * ეხლაც ბევრი სწერს ფერდზე... [ციკლიდან „პაციფიზმი“] ეხლაც ბევრი სწერს ფერდზეგადაყვავებულ ტყემლებს,უუნებობის მკერდზერომ გადაღვრიდა ცრემლებს.თითქო მის ახლო ძევდესგადატეხილი დაშნადა ცისარტყელა სევდისიმ თაიგულთან დაშრა.[1930]