შუალედი - დან - მდე
 
 


გამარჯვებული ბრძოლების რიგით


[ციკლიდან „ეპოქა“]

რაც კი ამ ქვეყნად დაჰქრის სიმღერა,
ჩვენთა ძველთაგან გადმონაცემი,
რაც დღეს იღვიძებს, იბრძვის, გრიალებს,
ის სიმღერაა შენი და ჩემი.

გამარჯვებული ბრძოლების რიგით
მიდიან დღენი, მიდიან თვენი,
წელიწადები და საუკუნე,
და ის სიმღერა ჩვენია, ჩვენი.

[1928]