შუალედი - დან - მდე
 
 


ჩვენ, ჩვენ


[ციკლიდან „ეპოქა“]

არსად ჰკვდება წვეთი ოფლის,
ჩვენ ხომ ჩვენის ქვეყნად მშობლის
ნაწილი ვართ, წუთისოფლის
სამუდამო, განუყრელი.
და ჩვენს ირგვლივ რაც კი ხდება,
ჩვენს გულებში იხატება,
და ისევე - ჩვენით ჩნდება
რაც კი არის. ჩვენ ვართ მქნელი.

[1928]