შუალედი - დან - მდე
 
 


მშვენიერი წიგნი


[ციკლიდან „ეპოქა“]

ო, საუცხოვო ახალი წიგნი!
ადამიანურს ვამჩნევ მის თვალებს.
ვერავითარი სიტყვის მოსმენა
უფრო ძლიერად ვერ გამაწვალებს.

მე არ ვკითხულობ ვისია გული
და სიხარულის ცეცხლი ვისია,
ჩემთვის ამ მარად მშვენიერ წიგნით
აღფრთოვანებაც საკმარისია.

[1928]