შუალედი - დან - მდე
 
 


სალამი ახალ გზით გაერთიანებულ საქართველოს!


[ციკლიდან „ეპოქა“]

წინათ მეტეხის ბურჯი
და ნარიყალა აგეს,
ახლა მძლავრი და ურჩი
სიტყვა ეკუთვნის ზაგესს.
სიბნელე? არასდროს, არასდროს!
სიკვდილი წყვდიადის ჩრდილებს!
სინათლეს გაუმარჯოს,
სინათლის ყვავილებს!
დრო მიდის ნათელ გზით,
რომ მტრობა დათრთვილოს,
სალამი ახალ გზით
გაერთიანებულ საქართველოს!
სიბნელე? არასდროს, არასდროს!
სიკვდილი წყვდიადის ჩრდილებს!
სინათლეს გაუმარჯოს,
სინათლის ყვავილებს!

[1928]