შუალედი - დან - მდე
 
 


ყოველ სტრიქონზე


[ციკლიდან „ეპოქა“]

დღეს გავიმარჯვებთ!
დღეს გავიმარჯვებთ! -
ამგვარად ვფიქრობთ ჩვენ ყოველ დილით
და საღამო ხანს კვლავ ვიკრიბებით
აღფრთოვნებულნი დროით განვლილით.
ეძალებიან მოგონებები
გაზაფხულისას გრძნობებს რჩეულებს.
რა სიხარულით, რა სიამაყით
ვათვალიერებთ ახალ რვეულებს.
ერთი სტრიქონიც იქ ვერ ვიპოვეთ,
რომ იმედებით არ სძგერდეს გული,
ყოველ სტრიქონზე შრომას დაუსვამს:
გამარჯვებული, გამარჯვებული.

[1928]