შუალედი - დან - მდე
 
 


ქუჩებს ყვავილი მოეფინება


[ციკლიდან „ეპოქა“]

ქუჩებს დროშები მოეფინება
და გაბრწყინდება სახეთა ღვარი,
ინტერნაციონალის სიმღერით წავა
ამ ქალაქებზე მუშათა ჯარი.

ფერადი ფერით შეიმოსება,
ყველგან სახლები გიგანტიური,
ყველგან ელვარე გაზაფხულია
და ვარდებია ყველგან მზიური.

პროლეტარიატს შუბლზე ჰფენია
ცხარე ბრძოლების ალთა ჩქერება:
ბედნიერება შეიქნეს ქვეყნად -
სთქვი და იქნება ბედნიერება.

[1928]