შუალედი - დან - მდე
 
 


ხმა უჩვეულო


[ციკლიდან „ეპოქა“]

როცა მინდვრებში დგას პიონერი,
ნაღარასა სცემს და ბუკს აყვირებს -
შეფარებულა შვლის ნუკრი თხემებს
და უცნაური ეს ხმა აკვირვებს.
ისე სოფელის სმენას აოცებს
ხმა უჩვეულო, ხმა გადაწნული
ჯერ არნახული გამოგონება, -
სიტყვა, რადიოს ყელში ჩასმული.

[1928]