შუალედი - დან - მდე
 
 


მხოლოდ ეს გული


[ციკლიდან „ეპოქა“]

მხოლოდ ეს გული,
ჩვენი გული, ისევ მხურვალე,
გრძნობად რა ნამი
გადასუსხულ ველს ეპკურება -
მას გაზაფხული ენატრება -
და არა ცივი,
საშემოდგომო, უიმედო
დაუძლურება.

[1928]