შუალედი - დან - მდე
 
 


მეცნიერება მედგარ შრომასთან


[ციკლიდან „ეპოქა“]

დეკემბერია, ყინვა, რუსეთი.
სუსხი ამძაფრებს წყევლას და კრულვას,
სად ბეხტერევის დიდი გენია
მოიგონებდა მრავალ ფორმულას.

უნდა იშრომო და უნდა შექმნა!
ამოებაში კი არ გაერთო,
მეცნიერება მედგარ შრომასთან
ჯაჭვით გააბა და შეაერთო.

შრომა და შრომა და ისევ შრომა,
აკადემია და ისტორია,
მის ტვინს მოუვლის და შეინახავს,
სხეულს კი იწვევს კრემატორია.

მე ვნახე სოფლად კედლის გაზეთი:
ოქტომბრის სხივი სხივის ფერებით,
აქ ყველაფერი არის: ამინდი,
ნაკლი, მიღწევა და ბეხტერევი.

[1928]