შუალედი - დან - მდე
 
 


კატორღიდან დაბრუნებულს


[ციკლიდან „ეპოქა“]

შენს ხომალდზე ავდარებში
მრავალ გრიგალს უბერნია
ხან უმიწოდ, ხან უზეცოდ
და პადოლის გუბერნია.

დღეს ხერხემალი ღერძი და სული
გაუთავებელ ომებთან ომით
შენ დაამტკიცე ჯერ თავის სისხლით,
შემდეგ მედგარი და მძიმე შრომით.

შენ შენი ქვეყნის მარადისი არა ხარ მკვიდრი,
მაგრამ მანამდის, ხომ შენია და შენნაირი
მაღალი მთების სილამაზე და სიმდიდრენი,
იმისი ნავთი, ქვანახშირი, ოქრო, ჰაერი.

[1928]