შუალედი - დან - მდე
 
 


არგონავტები ახალი დროის


[ციკლიდან „ეპოქა“]

ახალი დროის არგონავტები
მიეშურებით კოლხიდის მხარეს,
ოქროვ, შენ მაინც არ ათავდები,
თუ სხვა გრძნობები მიაქვს სამარეს.

ვით ძველი დროის არგონავტები,
ვით ძველი დროის არგონავტები
მიეშურებით კოლხიდის მხარეს
ახმაურებით და აზავთებით.

თქვენ არ გაშინებთ ზვირთების ლავა
დაბრკოლებანი გარემოისა,
თქვენი ოცნება ნაპირზე ავა,
არგონავტებო ახალ დროისა.

[1928]