შუალედი - დან - მდე
 
 


აწ რკინადაა გული ქცეული


[ციკლიდან „ეპოქა“]

ახალგაზრდობა, მომავლის ძალა
სწუხდა ჯვარედინ ფიქრში გართული,
თვითმპყრობელობის საშინელ სუსხში
შეურიგებლად ღელავდა გული.
და ვერ შელახა ცხოვრების ტალღამ
თავისუფლების ფიქრი რჩეული,
გაგვასალკლდევა იმ უდროობამ,
აწ რკინადაა გული ქცეული.

[1928]