შუალედი - დან - მდე
 
 


* * * თქვენი წიგნია...


[ციკლიდან „ეპოქა“]

თქვენი წიგნია: ქართველი ქალი
მშობლიურ ენას გადაჩვეული?
თქვენ გავიწყდებათ მეორე ენა,
შრომა, მომავლის ენა გრძნეული.
როს მსოფლიოში დაისადგურებს
თანასწორობა და აღმაფრენა,
ექნება ერთი ენა მსოფლიოს,
ვინ იცის, იქნებ „ქართული ენა“.

[1928]