შუალედი - დან - მდე
 
 


ყველაფერს ხედავს


[ციკლიდან „ეპოქა“]

ის მედგრად ცდილობს
ბორკილების ჩამოშორებას,
ის ხედავს ლაჟვარდს,
ხედავს მიწას, ხედავს ყვავილებს.
მას შრომა აძლევს
ჯადოთაგან ხსნასა და შვებას
შრომა ბორკილის
მოცილებას მას უადვილებს.
მთის წიაღთაგან
თუ ელვარებს თეთრი ნაკადი,
წმინდა წვეთებში
მისი ისმის სიმღერა ნელი,
ის გადიდდება
როგორც შრომა მძლავრი, ფერადი,
გადაეკვრება
მავთულები დაუცხრომელი.
აღფრთოვანება
მშენებლობის გზასთან დიდდება,
როგორც აჩრდილი
ყოველგან სჩანს მისი დიდება.

[1928]