შუალედი - დან - მდე
 
 


* * * შემდეგ...


[ციკლიდან „ეპოქა“]

შემდეგ...
გაიარა 16 წელმა და 19 საუკუნემ
დამონებულთა და გაბატონებულთა ეპოქიდან.
გაიარა მძიმე ქუსლებით,
გადატკეპნა კაცობრიობის საუკეთესო აზრები და გრძნობები.
გასისხლიანებული ბორბალი ეპოქისა
მიგორავდა საშინელი სიძლიერით,
ედებოდა ყოველივეს, რაც ცოცხალი იყო,
აწიოკებდა და შეუბრალებლად
ანადგურებდა, სპობდა,
დასერა, გადაიარა მთელი ქვეყანა,
ყოველგან ცდილობდა შავი ფარდის
ჩამოფარებას,
ეპოქა კვნესოდა,
ეპოქა დადგა ყალხზე,
იღუპებოდა
და სტოვებდა უკვდავ ალს
განახლებისათვის.

[1928]