შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ახალი გზაა ჩვენ წინ გაშლილი...


[ციკლიდან „ეპოქა“]

ახალი გზაა ჩვენ წინ გაშლილი,
ახალი შრომით გადაფენილი,
ჩვენ წინ მივდივართ, და მთელი ხანა
ხომ გაკვლეულად არის შთენილი.

არის გზა, ჩვენგან არჩეული გზა,
გაქანებათა ახალი ველი,
სადაც იწყება აღთქმული მხარე,
სადაც ქვეყანა თავდება ძველი.

[1928]