შუალედი - დან - მდე
 
 


* * * რამდენჯერ სძებნა ომში სიკვდილი...


[ციკლიდან „ეპოქა“]

რამდენჯერ სძებნა ომში სიკვდილი.
შეიჭრებოდა, გულს ღელვა ჰფლობდა.
მტერს მუსრს ავლებდა ხმალამოწვდილი,
მაგრამ მტრის ხმალი ვერ ჰპოულობდა.
შეებმებოდა გუნდს მხოლოდ ერთი,
ამჩნევდა: ხმალი დაგვიგვიანდა.
თითქო სიკვდილის მოვიდა წამი?
მაგრამ სიკვდილი არსაით სჩანდა.

[1928]