შუალედი - დან - მდე
 
 


* * * იყბედონ, სანამ მოსწყინდებოდეთ...


[ციკლიდან „ეპოქა“]

იყბედონ, სანამ მოსწყინდებოდეთ,
ან რას შეისმენს ქვა და კედელი,
არ მონახულა ჯერ კიდევ კაცი
ქვეყნის ლაგამის გამომჭედელი.
ჩემს გვერდით, აქვე მდიდრულ დარბაზში
მშვენიერ ასულთ წყება ცქრიალებს.
სიხარულია, აღტაცებაა
და როიალიც მწარედ გრიალებს.
სულ სხვა ხალხია! ნეტავი იმათ,
რომ უზრუნველად ლხენით სტკბებიან
და მეშჩანურად, სუფთად და წმინდათ
ახალწელიწადს ეგებებიან.
ის კი, ბოგემა, მწარე შიმშილის
და სიცივისგან თუ დარჩა ტემა,
კმაყოფილთადმი მარადი ზიზღის
და ნგრევის ჰიმნებს შეჰქმნის ბოგემა.

[1928]