შუალედი - დან - მდე
 
 


* * * აღარ არსებობს იგი დემონი...


[ციკლიდან „ეპოქა“]

აღარ არსებობს იგი დემონი,
ის ბრძოლითაა დასუსტებული,
იქნება ძალას იკრეფდეს ისევ,
რომ დაუწეწოს მსოფლიოს გული?

სხვანაირ წიგნთან ჩაგეძინება
და ძილში გესმის სხვაგვარი ჰანგი
გამოერკვიე! მგონი კიდევაც
კარებს მოადგა მუხლუხო ტანკი.

[1928]