შუალედი - დან - მდე
 
 


რვა მარტი


[ციკლიდან „ეპოქა“]

რა მწარე იყო წარსულისადმი
უკანასკნელი შენი თაყვანი,
შენს სიყმაწვილეს სიბერე სცვლიდა,
თავისუფლებას - შვილის აკვანი.

რა რიგ ბადებდა უიმედობას
უუძველესი ოჯახის ჟინი,
საკუთარ რწმენას ქმარი გართმევდა
და საკუთარ გულს - ბავშვის ტიტინი.

ეხლა (როგორი დაგვიანებით!)
დრომ მოგაგონა შენ შენი ვალი:
ხარ თანაბარი ადამიანი,
უფლებიანი მშრომელი ქალი.

[1928]