შუალედი - დან - მდე
 
 


თქვენ, აჩრდილებო წარსულისა!


[ციკლიდან „ეპოქა“]

ის ინდოეთი, საქართველო,
სპარსეთი, ტომი -
რომ შეერთდება ერთი გრძნობით
და ერთი მიზნით,
მათი მარადი ჰერალდიკის
ვეფხვი ან ლომი
თქვენ, აჩრდილებო წარსულისა,
ვეღარ დაგიხსნით.
წარვლიან თქვენგნით მთელი ჯგუფები,
მთელი თაობა,
სადაც არავის წაეჩხუბება
უკვდავებათა სხვადასხვაობა.

[1928]