შუალედი - დან - მდე
 
 


ენამ ვერ გამოხატა


[ციკლიდან „ეპოქა“]

თუ ყურს უგდებდი ბარიკადის
ხმას ჩასაფრებულს,
თუ ყურს უგდებდი ყუმბარების
სიმღერას მწარეს,
იგი ჰანგები ტალღას სცემდა
გულს გამძაფრებულს,
იგი გვამცნევდა მისაწვდომელ
ჰანგების არეს.
ვერა, ბუნებავ, სუსტი ენა
ვერ გამოხატავს
ცხრაას ჩვიდმეტის სიდიადეს
და აღმაფრენას.
არ შეუძლია იმის წინ რამ
თქვას ენას მოკვდავს,
აღარ აქვს ძალა იმ ძალასთან
უბრალო ენას.
თუ ყურს უგდებდი ცეცხლს და გრიგალს,
მრავალ მშვენებით,
განა ვერ ამჩნევ, რომ მზის სხივი
მიმოიფანტა.
გავიდა ხანა. ახლა მაინც
ხარ მოსვენებით,
მაგრამ იგი დრო ენამ მაინც
ვერ გამოხატა.

[1928]