შუალედი - დან - მდე
 
 


მთელი თაობა გარდამავალი


[ციკლიდან „ეპოქა“]

სმენა დახშული,
ენა დაბმული!
გიცქერის ღამე სულგანაბული.
კარებთან მკვლელი. სარდაფში ჩახვალ
იქაც მკვლელია და ჟრიამული.
ამოხვალ, ქუჩით დაგედევნება,
დაუცხრომელი, მრავალთ-მრავალი.
და ვერსად ქვეყნად ვეღარ ისვენებს
მთელი თაობა გარდამავალი.

[1928]