შუალედი - დან - მდე
 
 


ზეკაცობიდან


[ციკლიდან „ეპოქა“]

რადიოსა და ელექტრონის
ხანაში გრძნობით
შენ ბავშვობის დროს გადაჰყევი,
ასე არ არის?
ტოლ-მეგობრებში ამაყობდი
შენ ზეკაცობით,
მაგრამ რა არის აქ ისეთი
მომსპობი დარის?
გესიზმრებოდა მუზა ქალად,
ნაზი, კეთილი,
გულში რომ ქნარად უკვდავების
მღეროდა გრძნობა,
ეხლა კი კლდე ხარ და ფოლადი
შემოჭედილი
არც სიზმარი გწამს, არც მუზა გწამს,
არც ზეკაცობა!

[1928]