შუალედი - დან - მდე
 
 


ხელოვნური და ბუნებრივი შუქი


[ციკლიდან „ეპოქა“]

პროჟეკტორი
გალტოლვილი,
ფიქალ კლდეზე გაწოლილი,
მაღალ ღრუბელს მოეჩვენა.
დროთა მრავალთ
გამოვლილი,
ვალმოხდილი და მოღლილი
მთვარის შუქი ცას ესვენა.
ორი შუქი. ორი მძივი.
შედარებამ ჩვეულებრივ
ჩემს გულს
მძაფრად გაჰკრა ბრჭყალი,
ორმა შუქმა გაიელვა,
მიწა ცას გრძნობს
და ბუნებრივს
ხელოვნური ნაპერწკალი.

[1928]