შუალედი - დან - მდე
 
 


უზარმაზარი მსოფლიო ქნარი


[ციკლიდან „ეპოქა“]

ჩვენ ყველას გვიყვარს: უზარმაზარი
როცა გუგუნებს მსოფლიო ქნარი.
სტეხს, ანადგურებს, ჰქმნის, კერპადა ხდის
დაუძლეველი, სწრაფი, მედგარი.
რისხვით ჰქუხს ცივი, ტალღათ გრეხილი,
სწუხს სივრცეებში ფრთაატეხილი,
რად არ უგდებთ ყურს, სიხარული გვსურს,
აღტაცება გვსურს გაუტეხელი.

[1928]