შუალედი - დან - მდე
 
 


ღელვას - ფერადები


[ციკლიდან „ეპოქა“]

ღელვას დაფარულს ალისფერ მტვერით
სიმხურვალისგან ასე ფერმიხდილს,
შენ ესალმები წრფელი სიმღერით,
წრფელი სიმღერით წაართმევ სიკვდილს.
ირგვლივ ფერადებს შემოიღერებ,
რომ აღსდგეს მხდალი და დაცემული.
დიდხანს იმღერებ, დიდხანს იმღერებ,
დიდხანს იმღერებ გატაცებული.

[1928]