შუალედი - დან - მდე
 
 


იყავ გულწრფელი, გაიგონე ხმა ანთებული


[ციკლიდან „ეპოქა“]

ნუ იცქირები გარეშემო,
ვით დასასჯელი.
გახსენი გული, უთხარ მეგობარს,
უთხარ თავის თავს ყოველ წამში
ათჯერ, ათასჯერ,
რომ გზა გაეხსნას
ქაოსს ნაგუბარს.
შენ თვით შენში ხარ სამუდამოდ
დატყვევებული,
მარტოობაა შენი საკანი,
იყავ გულწრფელი,
გაიგონე ხმა ანთებული
და სასიცოცხლო ჰპოვე საგანი.

[1928]