შუალედი - დან - მდე
 
 


დიზელების შემოჭრა


[ციკლიდან „ეპოქა“]

უცქერ დიზელებს და სიხარულის
ნაცვლად - ვაებით გევსება მკერდი.
გაზაფხულია, არე-მიდამოს
სიმწვანე ფარავს, როგორც ხავერდი.
რა მშფოთვარე და ტკბილია ნანა.
დაძინება გსურს. არავის უცდი.
ხედავ, რა მალე წაგერთო ძალა.
უდაბნო, ტყეო, როგორ მოხუცდი.
წყევლანი გულში ვერ დაეტია,
მწარე განცდებით აივსო სურა,
ქარმა და წვიმამ ასე გაგხადა,
ხანგრძლივმა ბრძოლამ დაგაუძლურა.
შენი ბორკილი იყო სიბნელე,
მაგრამ ხანგრძლივი არის ის განა?
დაუგდე ყური ისევ დიზელებს,
რა მშფოთვარე და ტკბილია ნანა.

[1928]