შუალედი - დან - მდე
 
 


განთიადმა სტყორცნა შუბი


[ციკლიდან „ეპოქა“]

ღამის წყვდიადს ბოროტ გულში
განთიადმა სტყორცნა შუბი,
წითელ სისხლით შეიღება,
კვდება ღამე...
საუკუნეთ იდუმალი,
სხივი გულში დანაგუბი,
ცის ტატნობზე გაიშალა
მოკამკამე...
ხრიოკში კი მიბნედილი
და სისხლისგან მთლად დაცლილი,
დაკლაკნილი, როგორც ზოლი,
კვდება ღამე...
მედგარ მებრძოლს, ნორჩ განთიადს
მაღლა ნაძვებ-ავარცხნილი
სიხარულით ეგებება
დღის სალამი.

[1928]