შუალედი - დან - მდე
 
 


ძლიერ მომავალს უმღეროდა მომავლის ქნარი


[ციკლიდან „ეპოქა“]

ამ წიგნში მთელი საუკუნის
ვიპოვე ბინა,
უცხო წალკოტში, სადაც კალთა
გადაეფინა
მზის ელვარებას და უსაზღვრო
ძებნის სურვილებს,
ძველი ელლადით, ძველი რომით
გადაბურვილებს.
აღმოჩენილი სულ შემთხვევით,
ნახევრად მკვდარი,
ძლიერ მომავალს უმღეროდა
მომავლის ქნარი.

[1928]