შუალედი - დან - მდე
 
 


შენ ობლად კვლავ ადგეხარ გზას


[ციკლიდან „ეპოქა“]

შენ ობლად კვლავ ადგეხარ გზას,
ზეცა ჰქუხს, ზეცა ირღვევა,
ოთხივ მხრივ გადმოხეთქილი
მთელი სოდომი იღვრება.
ელვანი იკლაკნებიან,
არის გრგვინვა და ქუხილი,
შორით შორს ისმის ხევებში,
გზადაკარგულთა წუხილი.
დაბრუნდი! ერთიმეორეს
ამ დროს არავინ იცოდებს,
მშველელ ხელს მხოლოდ გრიგალი
და ქარი გამოგიწოდებს.

[1928]