შუალედი - დან - მდე
 
 


ჩემო სიმღერავ, მაღლა, სულ მაღლა!


[ციკლიდან „ეპოქა“]

მუდამ ახალი იწყე ცხოვრება,
ახალი სხივი ედება არეს,
ნუ დაენდობი სიტყვებს უმიზნოს,
არა ერთს მოგცემს ის სიმწუხარეს.
წარსულისაგან კვლავ დაიბრუნე
შენი მარადი თანამგრძნობელი -
ჩემო სიმღერავ, მაღლა, სულ მაღლა,
როგორც ცხოვრება, როგორც სოფელი
უსრულო საზღვარს გადააცილე
შენი ამაყი სულისკვეთება,
მეტი მზის სხივი შემოგეხვევა,
მეტი ნათელი შემოგედება.
რა ზღვისფერი და კარგი დილაა,
ამწვანებულო ტყეთა დალალო,
სიმღერაც დილის სინამდვილეა
ღამისთვის მკაცრი და სავალალო.

[1928]