შუალედი - დან - მდე
 
 


სიმღერა კარგი, მხოლოდ მასისთვის


[ციკლიდან „ეპოქა“]

ხელოვნებისთვის მთა ბუმბერაზი
და ვარსკვლავებიც ამბობენ ამბავს,
მხოლოდ მასისთვის სიმღერა კარგი
უკვდავებისკენ გზას გაიკაფავს.
არსებობს ხეთა მშვიდი ჩურჩული,
ისევ და ისევ მხოლოდ მასისთვის
სანატორიის მინდვრებზე ელავს
განმკურნებელი მზე ალმასისა.

[1928]