შუალედი - დან - მდე
 
 


ერთი სახე და ერთი ფერი


[ციკლიდან „ეპოქა“]

სხვაფრივ იაზრე კაცთა ყოფნის
არარაობა,
იცანი ყველა საიმქვეყნო
მიწა და მტვერი,
იმ გრძნობის გარდა, დღეს რომ იბრძვის
ჩვენი თაობა,
მსოფლიოს ჰქონდეს ერთი სახე
და ერთი ფერი.

[1928]