შუალედი - დან - მდე
 
 


ეფინება სიხარული


[ციკლიდან „ეპოქა“]

გაზაფხულზე ყვავილები
იმღერიან ქებათ-ქებას
და ნაკადიც უზრუნველად
მოიმღერის გამარჯვებას.
ყველაფერი, ყველაფერი
მაისისას ერთვის ჰიმნებს,
ეფინება სიხარული
მრავალ ვარდებს და გვირგვინებს.
მოგონებები ატოკებს
ტბის ლელით მოსილ ნაპირებს,
ლალ-იაგუნდებს, ზურმუხტებს,
თვალმარგალიტებს, საფირებს.
მოგონებები ამბობენ:
დასტკბი და გაიხარეო,
ცის კიდით-კიდემდისინა,
მრავალთ-მრავალო მხარეო.

[1928]