შუალედი - დან - მდე
 
 


კლდეებს ამტვრევენ


[ციკლიდან „ეპოქა“]

კლდეებს ამტვრევენ... ეხლა გაიგებთ
შრომის კუნთების ძალას იდუმალს,
იგი მძლეველი ლომებით ანგრევს
ლოდათ ჩამოჭრილ კლდეთა სასთუმალს.
ზეცა შეშფოთდა. სული განაბეს
ანგელოსებმა განცვიფრებულმა,
იდუმალების გაწყვეტილ სიმთან
ამოიოხრა ვარსკვლავთ კრებულმა.
რაღაც უცნაურ სულისკვეთებით
იბურღებიან ღრუბელთა გზანი,
მისკენ საშინელ შურისძიებით
მიეშურება ჰაეროპლანი.

[1928]