შუალედი - დან - მდე
 
 


გახსოვს ის ქარბუქი?


[ციკლიდან „ეპოქა“]

გახსოვს? გახსოვს ის ქარბუქი,
რომ ფანტავდა ფოთლებს დილით.
დილით... ეხლა კი სიცილით
ცის დასავალს, როგორც ლუქი
გადაეკრა ნორჩი შუქი,
შემორტყმული ნაზი ლილით,
აფერადდა ყვავილივით
სილაჟვარდე მუქი... მუქი...

[1928]