შუალედი - დან - მდე
 
 


რა იყო შენი ბავშვობა?


[ციკლიდან „ეპოქა“]

აბა, რა იყო შენი ბავშვობა!
მამა არ გყავდა, დედა არ გახსოვს,
არც სიყმაწვილე, არც თამაშობა,
სულ სიღარიბე გართმევდა სასოს.
გყავდა გამდელად ქუჩა, ის გზრდიდა,
საკუთარ სახლად მას უცქეროდი,
როცა ეს ბინაც მწარედ გდევნიდა
და შენ მომავალ ბრძოლებს მღეროდი.

[1928]